Accentnews.ge
„ახალის“, „გირჩის“, „დროას“ კოალიციას „რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

„ახალის“, „გირჩის“, „დროას“ კოალიციას „რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

19/08/2024 05:56:13 პოლიტიკა

„კოალიციას ცვლილებისთვის“ (ახალი, გირჩი, დროა) ოფიციალურად შეუერთდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“.

'მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა იმედი ყოველთვის მექნება წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგ. მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებაში ისმის, როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ ქვეყანა, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, ამაზე პასუხი არის მარტივი -პროფესიონალიზმი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირება და პროგრესი, რომელიც უნდა მოიტანოს კოალიცია 4-მა. პროგრესი არის ის, რაც შეცვლის ამ ქვეყანაში იმ მმართველობას, რომელიც წლებია გვაქვს და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს „ქართული ოცნების“ გარეშე ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლებას შევცვლით და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, ქვეყანა უნდა იმართებოდეს მრავალპარტიულად და კოალიციურად, დიალოგზე და კონსენსუსზე დაფუძნებით.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე ოქტაი ქაზუმოვი წარადგინა და აღნიშნა, რომ “სამოქალაქო პატრიოტიზმი არის ის, რაც ყველა ცივილიზებული ხალხის და ჩვენი თითოეული მოქალაქის არჩევანია”.

ოქტაი ქაზუმოვმა კი აღნიშნა, რომ ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს, სწორედ ეს შეუძლია “კოალიცია ცვლილებისთვის”.

“დიდი პატივია ვიმყოფებოდე ზუგდიდში, რომელმაც ქართული სახელმწიფოს კულტურით უდიდესი სახეები შესძინა. მე ვიაზრებ ამ პასუხისმგებლობას და ძალიან სიმბოლური ამ კუთხიდან ჩემი და ჩემი გუნდის წარდგენა, რომელსაც ჰქვია “აქტივისტები მომავლისთვის". ქართული კულტურა ისეთი მშობლიური კულტურაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებით, როგორც მათივე კულტურაო, ეს გულისხმობს ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს და იწვოდეს რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს. დროა გირჩიოთ ახალი, კოალიცია ცვლილებისთვის რესპუბლიკელებთან ერთად და მომავლისთვის”, - განაცხადა ქაზუმოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S