
საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა
16/08/2024 15:50:29 საზოგადოება
ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ხორვატია 90:81 დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მათე ყავლაშვილი იყო, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო, მან 9 დან 6 სამქულიანი გამოიყენა. 14 ქულა ჰქონდა ილია სულაძეს, ხოლო მათე ხატიაშვილს – 13.
ქართველი კალათბურთელები 17 აგვისტოს პოლონეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში A დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებენ.