
გლდანში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავზე ხანძარია
16/08/2024 14:01:30 საზოგადოება
თბილისში, გლდანში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ხანძარია.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „მარიამის“ სახურავს უკიდია.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.