ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
16/08/2024 13:37:41 პოლიტიკა, რეკლამა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
ცესკო–ს ცნობით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.
"აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.
საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა", –აცხადებენ ცესკოში.
საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
- №1 – „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი”;
- №2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
- №3 – „საქართველოსერთობისადაგანვითარებისპარტია”;
- №4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;
- №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
- №6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;
- №7 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”;
- №8– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
- №9 – „ლელო საქართველოსთვის”;
- №10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
- №11 – „საქართველოსრესპუბლიკურიპარტია”;
- №12 – „ჩვენიგაერთიანებულისაქართველო”;
- №13 – „საქართველოსსოციალ - დემოკრატიულიპარტია”;
- №14 – „მესამეგზა”;
- №15 – „სამართლიანობისთვის”;
- №16 – „შეცვალე საქართველო”;
- №17 – „საქართველო”;
- №18 – „პროგრესიდათავისუფლება”;
- №19 – „დემოკრატთაალიანსი”;
- №20 – „თავისუფალისაქართველო”;
- №21 – „ტრიბუნა”;
- №22 – „კანონი და სამართალი”;
- №23 – „თავისუფალიარჩევანი - ახალიალტერნატივა”;
- №24 – „მწვანეთაპარტია”;
- №25– „გახარია საქართველოსთვის”;
- №26 – „მემარცხენე ალიანსი”;
- №27 – „ქართველერთობა”;
- №36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;
- №41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
- №48 – „ანა დოლიძე-ხალხისთვის”.