Accentnews.ge
კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

16/08/2024 12:35:55 საზოგადოება, რეკლამა

"კუნძულ როდოსზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა", – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საერთაშორისო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს - „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, 45 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს.

პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკს ესტუმრა და მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S