Accentnews.ge
კობახიძე: 50 000–ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე

კობახიძე: 50 000–ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე

15/08/2024 17:11:28 პოლიტიკა, საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 50 000–ლარიანი პრემია გადაეცემა "გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში".

"28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული [...] ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა. საქართველოდან ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ: ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, გენო პეტრიაშვილი. ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გახდა, ასევე ვერცხლის მედლები მიიღეს ილია სულამანიძემ და გივი მაჭარაშვილმა. ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S