Accentnews.ge
„ევროპული საქართველოდან“ წასულმა გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

„ევროპული საქართველოდან“ წასულმა გუნდმა ახალი პარტია წარადგინა

15/08/2024 16:12:32 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოდან" წამოსულმა გუნდმა ახალი პარტია "ფედერალისტები" წარადგინა.

"რატომ ფედერალისტები? ახლახანს ზუგდიდში ორი ბაშვი დაიწვა. ჩვენ ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ [...] ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში - იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს (გინდა ბავშვის, გინდა მოზარდის, გინდა მოხუცის), იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის უფლების, თავიანთი თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების რეალიზაცია - ამისთვის საჭიროა ეს თავსმოხვეული, ცენტრალიზებული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე.

ფედერალიზმი არაა სახელმწიფო მოწყობა, ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს განსაკუთრებული ფასი ედება და ესაა ჩვენთვის ძალიან ბუნებრივი", - განმარტა ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციისას პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტიის სახელწოდება.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე სექტემბერში გააკეთებენ განცხადებას.

მისივე თქმით, პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელი ყრილობა სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გაიმართება.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს პარტია „ევროპული საქართველო“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S