Accentnews.ge
RG: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

RG: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ დაუშვებლად ცნო

15/08/2024 13:17:04 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებები საქართველოს (Rights Georgia) ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ, დაუშვებლად ცნო უფლებები საქართველოს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული". - წერს ორგანიზაცია.

RG-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს.

უფლებები საქართველომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3 თვიანი პატიმრობის შესახებ და სასამართლოს ალტერნატივის სახით შესთავაზეს გირაო - 2000 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება, საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. აზერბაიჯანის მოთხოვნით. 4 აგვისტოს მას პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ჟურნალისტს ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით. დაკავებული ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანში 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ აწყდებოდა ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S