Accentnews.ge
მედია: კურსკის რეგიონში შეტევაში ბრიტანული Challenger 2–ებიც იღებენ მონაწილეობას

მედია: კურსკის რეგიონში შეტევაში ბრიტანული Challenger 2–ებიც იღებენ მონაწილეობას

15/08/2024 12:42:08 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში ოპერაციების დროს დასავლურ სამხედრო აღჭურვილობას იყენებს. ჯერჯერობით ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია ისეთი ჯავშანტექნიკა, როგორიცაა ამერიკული Stryker და გერმანული Marder. თუმცა რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული Challenger 2 ტანკებიც მოქმედებენ. მათ იყენებენ კურსკის რეგიონში ოპერაციის დროს, რომელიც დაიწყო 6 აგვისტოს, განუცხადა SkyNews-ს იმფორმირებულმა წყარომ. ანალოგიურ ცნობებს ავრცელებს BBC–ც.

წყაროს დეტალები არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად როდის შევიდნენ Challenger 2 –ები რუსეთის ტერიტორიაზე. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ უარი თქვა ოპერატიული ინფორმაციის კომენტირებაზე, მაგრამ Sky News-ს განუცხადა, რომ ლონდონის პოლიტიკა უკრაინის მიერ ბრიტანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა - უკრაინას აქვს თავისუფლება მიწოდებული იარაღის გამოყენების კუთხით, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე. გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, „უკრაინას აქვს მკაფიო უფლება თავდაცვისა... რაც არ გამორიცხავს რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციებს“, - განაცხადეს მანამდე უწყებაში.

ერთადერთი გამონაკლისი არის Storm Shadow რაკეტების გამოყენება - რაკეტები კიევს თავდაპირველად მიაწოდეს გაფრთხილებით, რომ არ გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე. მაგრამ როგორც Times გუშინ იტყობინებოდა, ბრიტანეთში ოფიციალური პირები მოკავშირეებთან განიხილავენ ამ წესების შეცვლის შესაძლებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S