
მერია: კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
15/08/2024 12:40:05 საზოგადოება
თბილისის მერიის ცნობით, სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე დარსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს 23:00 საათიდან, ათი დღის განმავლობაში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ხიდზე, ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვის პერიოდში, მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.