Accentnews.ge
პრეზიდენტი – ოლიმპიელების დაჯილდოებაზე: მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რატომ არ შეიძლება მათი ასე სასწარფოდ დაჯილდოება

პრეზიდენტი – ოლიმპიელების დაჯილდოებაზე: მე მაქვს სერიოზული 2 მიზეზი, რატომ არ შეიძლება მათი ასე სასწარფოდ დაჯილდოება

15/08/2024 11:11:20 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. მისი თქმით, ოლიმპიელების მიღება და დაჯილდოება დღეს 15 აგვისტოს, ნაჩქარევად არ უნდა გაიმართოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გადაწყვეტილი.

"მინდა, მოგახსენოთ, რომ დღეს, 13:00 საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს 20:00 საათზე იქნებოდა მიღება, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე დაჯილდოება. მე არ მჩვევია კინკლაობა, სხვა დონის პოლიტიკური გასარჩევი საკითხები გაგვაჩნია. როდესაც ვაცილებდით ყველა ერთად, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე დავხვდებოდი სექტემბერში როდესაც დაბრუნდებოდნენ.

ორი სერიოზული მიზეზი მაქვს, რატომაც არ შეიძლება მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება. ეს არის სერიოზული საქმე, არა აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი. პირველი მიზეზი: ვთვლი, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანეს ქვეყანას, საზოგადოებას, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, არა ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. ვაპირებ, სახალხო ზეიმი მოაწყო, როგორც გამოვაცხადე.

მეორე: პარაოლიმპიადა იწყება ახლა, გრძელდება 8 სექტემბრამდე. წარმოუდგენელია, არ ვიცი, ვის ავიწყდება სპორტის მინისტრს, თუ მთავრობას, როგორ შეიძლება ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება, ცალკე სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მთავარ ოლიმპიურ თამაშებში და ცალკე პარაოლიმპიელები. არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია. ყველას ერთად მივიღებთ ხალხი და საზოგადოება, ოლიმპიელები, თუ პარაოლიმპიელები... გელოდებით, სექტემბერში“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S