
საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს 12:00 საათიდან დაიწყება
15/08/2024 07:42:00 საზოგადოება
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე დღეს 12:00 საათიდან დაიწყება.
ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.