
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა
14/08/2024 13:28:50 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6927 ლარი ეღირება, ევრო – 2.9676 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4582 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6966 ლარი ღირდა, ევრო – 2.9458 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4471 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.