Accentnews.ge
OCCRP, რომლის ცნობით, ივანიშვილების ოჯახი მოსკოვში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს, "ოცნებას" პასუხობს

OCCRP, რომლის ცნობით, ივანიშვილების ოჯახი მოსკოვში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს, "ოცნებას" პასუხობს

14/08/2024 12:16:21 პოლიტიკა, საზოგადოება

"ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი" (OOCRP), რომლის თანახმად, "ივანიშვილების ოჯახი მოსკოვში რეზიდენციებსა და მიწის ნაკვეთებს ფლობს", "ქართულ ოცნებას" პასუხობს.

"ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევს მცდარად. [...] სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც OCCRP-ს გამოძიებას ეხმიანება, "ქართული ოცნების" პრეს–სპიკერმა გიორგი გრძელიშვილმა დაწერა: "1998 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ უყიდია" და დასძინა, რომ "სტატია ეფუძნება ცრუ ინფორმაციას". თუმცა OCCRP–ს არ განუცხადებია, რომ ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა. გამოძიება მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ჩაუტარდა", – ნათქვამია OCCRP-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, OCCRP-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ გამოავლინა ინფორმაცია ხვედელიძის ქონების შესახებ, მათ ასევე მოიხსენიეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2022 წლის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ივანიშვილი ფლობდა რუსულ კომპანიას ოფშორული სტრუქტურის მეშვეობით. ფირმის ამჟამინდელი მფლობელი უცნობია, თუმცა ფინანსური ჩანაწერების საფუძველზე სავარაუდოა, რომ ის კვლავ ივანიშვილს, ან მის ოჯახს ეკუთვნის".

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამოძიების მთავარი დასკვნა, თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ, როგორც ჩანს, გამოიყენა ეს ასპექტი, რითაც ყურადღება გადაიტანა ხვედელიძის ქონებიდან", ნათქვამია OCCRP-ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S