Accentnews.ge
საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება

14/08/2024 11:43:49 საზოგადოება

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ბილეთები, რომელიც 7 სექტემბერს თბილისში გაიმართება, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.

„7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის თამაშებს, სადაც ეროვნული ნაკრები მეტოქეები ჩეხეთის გარდა, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები იქნებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S