Accentnews.ge
ბუდუს ზივზივაძის ორი გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოებს შორის დაასახელეს (ვიდეო)

ბუდუს ზივზივაძის ორი გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესოებს შორის დაასახელეს (ვიდეო)

14/08/2024 07:25:24 საზოგადოება

ქართველი ფეხბურთელის ბუდუს ზივზივაძის, რომელიც ამჟამად გერმანულ "კარლსრუეში" თამაშობს, ორი გოლი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ხუთ გოლს შორის დაასახელეს.

ხსენებული გოლები ბუდუმ „კარლსრუესა“ და „ნიურნბერგს“ შორის გამართული მატჩის დროს გაიტანა.

„კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. „კარლსრუე" პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდა, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე შესრულებული ჰეთთრიქით „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა.

ბუნდესლიგა 2-ის მიერ დასახელებულ ხუთ საუკეთესო გოლში ბუდუს მიერ გატანილი პირველი და მეორე გოლები მოხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S