
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს
14/08/2024 06:32:10 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. იგი ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.
ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. იგი ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.