Accentnews.ge
ეროვნული მუზეუმი: შემოტანილ ექსპონატებზე მწერები აღმოჩნდა, ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული მუზეუმი: შემოტანილ ექსპონატებზე მწერები აღმოჩნდა, ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება

13/08/2024 18:26:43 საზოგადოება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დროებითი ექსპოზიციისას გარედან შეტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა.

ეროვნული მუზეუმი ირწმუნება, რომ ხელოვნების ნიმუშებს საფრთხე არ ემუქრება და რომ ადმინისტრაციამ "დაუყოვნებლივ" გაატარა შესაბამისი ღონისძიებები.

"საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დროებითი ექსპოზიციისას გარედან შემოტანილ რამდენიმე ექსპონატზე აღმოჩნდა მწერები. გალერეის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები - საგამოფენო სივრციდან მოიხსნა ნამუშევრები და ჩატარდა სანიტარული წმენდა.

აქედან გამომდინარე, საგამოფენო დარბაზებსა და საცავებში წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის ფიროსმანის ნამუშევრებს, საფრთხე არ ემუქრება", - წერია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული გალერეა 16 აგვისტოდან გაიხსნება.

13 აგვისტოს ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 16 აგვისტომდე დაიკეტა და რომ მიზეზი ბაღლინჯოებია, რომელიც ექსპონატებზე აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S