
ბათუმში ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა
13/08/2024 14:44:50 საზოგადოება
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტობუსი ორ ქვეითს შეეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Ajaratimes.ge ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ორივე ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.