Accentnews.ge
ჰელსინკის კომისია: თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

ჰელსინკის კომისია: თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა

12/08/2024 20:39:20 პოლიტიკა

თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში წერს.

„თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქოლ-ცენტრების საქმიანობა უნდა შეაჩეროს, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას აფინანსებენ“, - წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ მოქმედებისკენ გასულ თვეში, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილშიც მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S