Accentnews.ge
რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ. სიგრძის გვირაბი გაიხსნა

რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ. სიგრძის გვირაბი გაიხსნა

12/08/2024 12:23:03 საზოგადოება

რიკოთის უღელტეხილზე ახალი, 1800 მ-იანი გვირაბი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძველ გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება - განახლდება გზის საფარი, გამოიცვლება სანათები, დამონტაჟდება საგზაო უსაფრთხოების აუცილებელი სისტემები.

"ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს რიკოთის ახალი ჩქაროსნული გზის 36 კმ-ით, რომელიც მოიცავს 77 ხიდსა და 43 გვირაბს. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, 52 კმ სიგრძის 4 ზოლიანი, ჩქაროსნული გზა 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. რიკოთის 51 გვირაბიდან 50 გვირაბი და 97 ხიდიდან 89 ხიდი უკვე აშენებულია. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, განათების სისტემას", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S