
გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის ფინალშია
09/08/2024 17:08:14 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125კგ) წარმატებით ასპარეზობს.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი მეტოქე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა ანგარიშით 7:00.
პეტრიაშვილი ფინალში გადავიდა. ის 10 აგვისტოს ირანელ მეტოქეს – ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება.
ოქროს მედლისთვის პეტრიაშვილი ზედიზედ მეორედ იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.