Accentnews.ge
შოვის ტრაგედიაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი დაიბარეს გამოკითხვაზე

შოვის ტრაგედიაზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი დაიბარეს გამოკითხვაზე

09/08/2024 14:45:30 საზოგადოება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც ლაშა სუხიშვილი საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა შოვის სტიქიის კვლევის ახალი მასალები, მალევე მას შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-დან გამომძიებელი დაუკავშირდა.

ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ იყო გასაუბრება საჭირო და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს. საუბარში გამოკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ "არ ვარ სეისმოლოგი და თეა გოდოლაძე მეტად კომპეტენტურ პასუხებს გასცემდა". ამაზე მივიღე პასუხი, რომ "ეს არის მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის". - თქვა სუხიშვილმა.

სუხიშვილის თქმით, გამოკითხვაზე გამომძიებლის მიერ დასმული ყველა შეკითხვა სეისმოლოგიურ საკითხებს ეხებოდა, რაც მისი ხედვით, კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან როგორც თავადვე აღნიშნა, სეისმოლოგი არ არის: "მე სხვა სპეციალობის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ამას ვაფიქსირებდი, კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, გამომძიებელი გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ შოვის სტიქიის ანალიზი ლაშა სუხიშვილს არ ჩაუტარებია და რომ თავად ჩაატარა და ეს გარემოებები მასაც უჩენს კითხვებს.

მათი თქმით, უთხრეს, რომ მასალები გადაიგზავნება ექსპერტიზაზე, თუმცა რეალურად სპეციალისტები არ ჰყავთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S