Accentnews.ge
ComCom-მა „ალტ-ინფო“ გააფრთხილა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის

ComCom-მა „ალტ-ინფო“ გააფრთხილა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის

08/08/2024 19:11:20 საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „ალტ-ინფო“ წერილობით გააფრთხილა. როგორც კომისიაში აცხადებენ, ივლისში მაუწყებელმა ეთერში ვიდეორგოლი განათავსა, რომელიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნება.

„კერძოდ, „ალტ-ინფოს“ ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, სადაც „ალტინფოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, „ქართული ოცნების“ მიერ მათი ორი პოლიტიკური პარტიის უკანონოდ დაბლოკვის მიუხედავად. ისინი და სხვა კონსერვატიული ძალები ერთიანი სიით და ერთიანი ალიანსით შევლენ პოლიტიკურ ბრძოლაში და დადებენ შედეგს. ასევე, ის გამოდის შემდეგი მოწოდებით: „დაგვიდექით გვერდით თუ გინდათ, რომ „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა სხვა არჩევანიც არსებობდეს“, -ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიას მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევის ხელშეშლას ემსახურება. კომისიამ ის პოლიტიკურ რეკლამად შეაფასა, რომლის განთავსებაც მაუწყებელს შეზღუდული აქვს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პერიოდისა და პროცედურის მიღმა.

„გამომდინარე იქიდან, რომ „ალტ-ინფოს“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა, ComCom-მა მაუწყებელი კანონის შესაბამისად წერილობით გააფრთხილა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S