
გამყრელიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
08/08/2024 12:45:17 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ერთი ქართველი ასპარეზობდა.
ვლადიმერ გამყრელიძე (86კგ) ტურნირის მერვედფინალში უზბეკ შაპიევთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ხვალ, 9 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) იასპარეზებს.