
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულეს
08/08/2024 10:08:13 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 87 კგ-ში გამომსვლელი ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ბისულტანოვთან დამარცხდა და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა.
7 აგვისტოს შეჯიბრებაზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა.
6 აგვისტოს კი 97 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რობერტ კობლიაშვილმა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ასევე გამოეთიშა.