Accentnews.ge
ომბუდსმენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ომბუდსმენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

07/08/2024 15:03:34 საზოგადოება

7 აგვისტოს, ომის მე-16 წლისთავზე ომბუდსმენი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, გორაკასა და საკორინთლოს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ოკუპაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამანგრეველია.

"სამწუხაროდ, 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული". - თქვა მან.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც გაეცნო. მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს, ასევე მიწების დასამუშავებლად სპეციალურ ტექნიკას ითხოვენ. ახალგაზრდობას არ აქვს სტადიონი, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კულტურის სახლი ან რაიმე ტიპის შეკრების ადგილი მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ნაკლებობა.

საოკუპაციო ხაზთან, ერგნეთში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხაზი გაუსვა ოკუპაციასთან შეუგუებლობის და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S