Accentnews.ge
კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე

07/08/2024 14:20:09 პოლიტიკა, საზოგადოება

კიდევ ერთი საჯარო მოხელე საუბრობს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე.

პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომელი "პოლიტიკური შეხედულების" გამო სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს - ამის შესახებ

კლეოპატრა ქარუმაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს გუნდს 2022 წელს შეუერთდა, "ვემსახურე ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს, ყველაზე ძლიერ და პროფესიონალ გუნდთან ერთად".

ის ხაზს უსვამს, რომ "სააგენტოს გუნდი დღე-ღამის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც გვიდასტურებდნენ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო და თემატური აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანოები".

მისი თქმით, "მიღწეული და აღიარებული შედეგების მიუხედავად, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 2024 წლის მარტში დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს სააგენტოს არჩეული დირექტორი - თამარ ქიტიაშვილი. სულ მალე თანამდებობა დატოვა სააგენტოს სრულმა მენეჯმენტმა".

"გთავაზობთ გათავისუფლების მიზეზის ციტირებას: „იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც პირადად მე და სამინისტროს გვქონდა”.

შეგახსენებთ, რომ განხორციელების მექანიზმები თუ მთლიანი პროგრამა თანხმდებოდა სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომლის წევრი განათლების სამინისტროც არის.

1 თვის წინ კი პროფესიული უნარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა თავს უფლება მისცა და “მირჩია” თანამდებობის დატოვება. საუბრის დროს ახსენა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, სააგენტოს “რეორგანიზაციის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, სოციალურ ქსელში გაზიარებული კრიტიკული პოლიტიკური პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები.

ასევე ახსენა, რომ აფასებს ჩემს დამოკიდებულებას და ერთგულებას საქმის მიმართ, მაგრამ, ორგანიზაციაში სჭირდება სრული ერთგულება და იმის მიუხედავად, რომ “საქმეს ვუკეთებ” ეს არ არის საკმარისი. ნამდვილად არ მომწონდა და არ მომწონს სააგენტოში მიმდინარე უსამართლო და უადგილო ცვლილებები, არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ღიად ვაფიქსირებ ჩემს მოსაზრებებს.

თუმცა, ამის მიუხედავად ჩემს საქმეს ვასრულებდი პირნათლად, ახალი გუნდის მიმართ ვიყავი თანამშრომლობითი და კოლეგიალური.

ამიტომაც ჩავთვალე, რომ ჩემი ნებით სამსახურის დატოვება ხაზს გადაუსვამდა ჩემს სიმართლეს.უარის თქმის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხვეს ყველაზე უნიჭო “რეორგანიზაცია” და გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან".

ის ხაზს უსვამს, რომ ყველა "შესაძლო გზით" შეეცდება საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, "იმისთვის, რომ მეტჯერ ვეღარ გაბედონ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, უფლებების დარღვევა და საჯარო სექტორის/საბიუჯეტო ორგანიზაციების იმიჯის შელახვა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S