
მოჭიდავე ლაშა გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა
07/08/2024 10:51:51 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ასპარეზობს. 87 კგ-ში მერვედფინალური შეხვედრა ჩაატარა ლაშა გობაძემ, რომელმაც ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას დაძაბულ ბრძოლაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი რამაზ ზოიძე (67 კგ) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ იგი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ მისი დამმარცხებელი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებს.