
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს
07/08/2024 07:07:54 საზოგადოება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებენ: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) და შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.).
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.