Accentnews.ge
ვაკეში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, გზა ჩაინგრა

ვაკეში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, გზა ჩაინგრა

06/08/2024 11:58:19 საზოგადოება

თბილისში, ვაკის რაიონში, ტაბიძის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა რაზმაძისა და ტაბიძის ქუჩებს შორის იგეგმება. ეს ორი ქუჩა ერთმანეთისგან ტერასებით არის გამოყოფილი, – იუწყება "რადიო თაავისუფლება".

კორპუსს ამხანაგობა „რაზმაძე 54-56“ აშენებს, რომელიც ამავე სახელწოდების ქუჩაზე მაცხოვრებლებმა შექმნეს. კორპუსის აშენებამდე რაზმაძის ქუჩის 54 და 56 ნომრებში კერძო სახლები იყო. ახლა იქ 11-სათულიანი შენობა შენდება, საიდანაც მიწაში არსებული ორი სართული პარკინგს დაეთმობა.

რა მიზეზით ჩაინგრა გზა, უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის ხმა გუშინ, 5 აგვისტოს, გვიან საღამოს მოესმათ, დილით კი ნანგრევები დახვდათ. დაზიანებულია წყლის მილი და ელექტროგადამცემი ბოძები. შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობაც.

წყალმომარაგების კომპანიას (GWP) დაწყებული აქვს დაზიანებული მილის აღსადგენად სამუშაოები. ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია თბილისის მერიას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S