
"ფლანგვის დეტექტორი": "კლინიკა-ლჯ"-ის მიერ გავრცელებული ფოტოებით დგინდება, რომ დეპუტატი კლინიკის მედპერსონალთან გამართულ შეხვედრებს ხშირად ესწრება
06/08/2024 11:27:26 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, "კლინიკა-ლჯ"-ის მიერ გავრცელებული ფოტოებით დგინდება, რომ დეპუტატი ზაზა ლომინაძე კლინიკის მედპერსონალთან გამართულ შეხვედრებს ხშირად ესწრება".
"კლინიკა ლჯ” ზაზა ლომინაძემ პარტნიორთან ერთდ 2002 წელს დააფუძნა.
პარლამენტის წევრად გახდომის შემდეგ ზაზა ლომინაძე კლინიკის 35% სამართავად მეუღლეს გადასცა.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს არ აქვს უფლება სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა მიიღოს. სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გულისხმობს", – ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის" მკიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.