Accentnews.ge
Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებას ახსენებს და მოუწოდებს, არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს

Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებას ახსენებს და მოუწოდებს, არ გადასცეს აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს

06/08/2024 10:30:59 საზოგადოება

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადირების მცდელობა,– ამ მოწოდებით გამოდის Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი.

Amnesty International-ი მიუთითებს საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს ვალდებულებებზე. არგადაცემის პრინციპის მოთხოვნების მიხედვით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სადიგოვისა და მის მეუღლის დაცვა, ამგვარი მიმართვის არსებობის შემთხვევაში, ამბობს კრივოშეევი.

„ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით. სადიგოვის საქმე აგრძელებს აზერბაიჯანში დამოკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციას. Amnesty International-ი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ჟურნალისტების და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებულად დადანაშაულება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო“,- ამბობს კრივოშეევი.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა, Amnesty International-ის ინფორმაციით, სადიგოვს 2020 წლის მაისში 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძალვის ბრალდებით. იგი 2023 წლის მაისში შეიწყალეს, მაგრამ აწყდებოდა ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და დევნის გამო სამშობლო დატოვა, – აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

სადიგოვის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ხელისუფლებამ მას თურქეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა და აცნობა, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო გამგზავრება.

აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. მოსამართლის განმარტებით, სადიგოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღძრული საქმის მიხედვით, ბრალად ედება ადამიანებისგან შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით.

ადვოკატ დიმიტრი ნოზაძის განცხადებით აფგან სადიგოვი გლდანის ციხეში იმყოფება მას კვირას 4 აგვისტოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მის თქმით, ვინაიდან აზერბაიჯანულ მხარეს გადაცემული არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, საექსტრადიციო პროცედურები მალე ვერ დაიწყება. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპელაციის წესით აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S