Accentnews.ge
სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა

სოსო ცისკარიშვილი გარდაიცვალა

06/08/2024 07:03:41 საზოგადოება

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოსო ცისკარიშვილი 1948 წლის 17 სექტემბერს დაიბადა. 1966-71 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე (კვალიფიკაცია - ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი). 1976-79 წლებში სწავლობდა მოსკოვში, საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიაში (კვალიფიკაცია - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი).

1988-89 წლებში იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1989 წლიდან - სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორიის" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან - ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე. 2008 წლიდან - დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S