Accentnews.ge
ხაბიბი: დვალიშვილთან გვინდა ბრძოლა, რადგან ის საქართველოდანაა

ხაბიბი: დვალიშვილთან გვინდა ბრძოლა, რადგან ის საქართველოდანაა

06/08/2024 06:51:29 საზოგადოება

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა კომენტარი გააკეთა თავისი ბიძაშვილის უმარ ნურმაგომედოვის ამერიკელ კორი სანდაგენზე გამარჯვებაზე.

ხაბიბს მიაჩნია, რომ უმარის შემდეგი მეტოქე შეიძლება იყოს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელიც 15 სექტემბრის UFC-ის მსუბუქ წონაში ქამრისთვის შონ ო’მალისთან იბრძოლებს.

"მერაბთან [დვალიშვილთან] გვინდა ბრძოლა. რადგან ის საქართველოდანაა, მეზობლები ვართ. საქართველო და დაღესტანი ახლოს არიან. მე მინდა, რომ მერაბმა გაიმარჯვოს ო’მალისთან ბრძოლაში, რადგან მაშინ იქნება ბრძოლა თეთ და შავ მამებს შორის – ძალიან საინტერესო ბრძოლა. მაგრამ თუ შონი გაიმარჯვებს, იქნება ბრძოლა თეთრ და ვარდისფერ მამებს შორის. მაგრამ ამ მოწინააღმდეგეებიდან ნებისმიერი კარგი გამოცდა იქნება უმარისთვის. მასთან [ბრძოლა] არავისთვის იქნება ადვილი, მაგრამ მერაბიც და შონიც ძნელი დასამარცხებლები არიან. ჩემი აზრით, უმარი მზად არის საბრძოლველად. კორისთან ბრძოლამ ის რამდენიმე დონით წასწია. ვნახოთ. უმარი აგრძელებს სწავლას და ზრდას. ის მხოლოდ 28 წლისაა",– განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი გერმანიაში ცოტა ხნის წინ ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილს ცოტნე ივანიშვილს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S