ზურაბიშვილი – სააკაშვილის შეწყალებაზე: დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს
05/08/2024 19:47:53 პოლიტიკა
"ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ "ოცნებას" სჭირდება, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს იმიტომ, რომ ბოლო იმედი "ოცნების" არის რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.


