Accentnews.ge
ინფექციონისტი: ლუგარის ლაბარატორიაში არსებული საცავის გარეშე ჩვენ არ გვექნება ის პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის

ინფექციონისტი: ლუგარის ლაბარატორიაში არსებული საცავის გარეშე ჩვენ არ გვექნება ის პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის

05/08/2024 14:47:16 პოლიტიკა, საზოგადოება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღეებას და აცხადებს, რომ ამ ლაბარატორიაში არსებული საცავის გარეშე ჩვენ არ გვექნება ის პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის.

მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ გადაიბარა მისი მენეჯმენტი, მაინც დიდი წილი სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის".

"განსაკუთრებით აქ აღსანიშნავია ორი დაწესებულების როლი. ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს დაავადების საფრთხის შემცირების სააგენტო, საიდანაც მართლაც მილიონობით დოლარის დაფინანსება მოდიოდა. ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭიროა, რომ არსებობდეს საცავი სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმების, რომლებზეც შემდეგ ხდება კვლევები. ლუგარის ცენტრში ეს საცავი ინახება, რომელიც მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან, მაგალითად, თავის დროზე შავი ჭირის ლაბორატორიაში ინახებოდა... ამ საცავს ძალიან სპეციფიური მოვლა სჭირდება, მას სპეციალისტები და მათი მუდმივი გადამზადება სჭირდება. ეს საცავი აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში. სხვანაირად ჩვენ არ გვექნება ის პოტენციალი, რომ მზად ვიყოთ შესაძლო ეპიდაფეთქებებთან ბრძოლისთვის", - აცხადებს ბუწაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას.

თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიის "ფორმულა" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად, "ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შეჩერებული 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების ნაწილში ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც (NCDC) მოხვდა".

ამავე თემაზე: ლუგარის ლაბორატორიის დახურვის შესახებ რუსეთის სურვილის ასრულებაში "ოცნებას" ადანაშუალებენ, ხოლო "ოცნება" – აშშ–ს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S