Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობები, რათა არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობები, რათა არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად

02/08/2024 13:06:11 საზოგადოება, რეკლამა

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, სხვა სოციალური დახმარების და სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა.

„იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას.

2024 წლის პირველი ივლისიდან, კანონის ძალით, საქართველოში, იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს.

იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ, მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთი თვის განმავლობაში, სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ.

აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს, 1-ლიაგვისტოდან, სოციალური დახმარების, პენსიის და სხვა გასაცემელების მიღება შეუძლიათ, მხოლოდ შესაბამისი ბანკის ფილიალებში ვიზიტის გზით. მათ შეზღუდული აქვთ ბანკომატების და ტერმინალების გამოყენება, საბანკო გადარიცხვები და სხვა საბანკო ოპერაციები.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მიმართონ იუსტიციის სახლების ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე – სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად, მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S