Accentnews.ge
გურამ თუშიშვილმა მეტოქე 47 წამში დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გადავიდა

გურამ თუშიშვილმა მეტოქე 47 წამში დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გადავიდა

02/08/2024 09:34:29 საზოგადოება

ძიუდოს ტურნირზე ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა თავისი პირველი ორთაბრძოლა გამართა. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე სენეგალელი მბანგნიკ ნდიაიე იყო. თუშიშვილმა სენეგალელ ძიუდოისტს 47 წამში იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S