
სოფიო სომხიშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
02/08/2024 09:10:07 საზოგადოება
პარიზის ოლიმპიადის დებიუტანტი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველი მოგებული ორთაბრძოლის შემდეგ მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელ და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტ რომენ დიკოს შეხვდა.
ქართველი ფრანგ ძიუდოისტთან გაფრთხილებებით დამარცხდა.
სომხიშვილი ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ხვალ გუნდურ ასპარეზობაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.