
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
02/08/2024 08:59:46 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე დღეს ოლიმპიური თამაშების რეკორდსმენი ქალთა შორის (10 ოლიმპიადა) ნინო სალუქვაძე გამოვიდა. მან პნევმატური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.
ნინო ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციოშიც გამოვიდა და ფინალის საგზური ვერც მაშინ მოიპოვა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.