
კორვეტი „გეტმან ვიგოვსკი“, რომელიც თურქეთმა უკრაინას აუშენა, წყალში შეუშვეს
02/08/2024 08:01:58 მსოფლიო
კორვეტის კლასის მრავალფუნქციური ხომალდი "გეტმან ივან ვიგოვსკი", რომელიც უკრაინის შეკვეთით აშენდა, თურქეთში წყალში შეუშვეს.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, ჩაშვების ცერემონია 1 აგვისტოს სტამბოლში გაიმართა. მას ესწრებოდნენ უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი ალექსეი ნეიჟპაპა და ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი.
"კორვეტები "გეტმან ივან ვიგოვსკი" და "გეტმან ივან მაზეპა", რომლები თურქეთში აშენდა რუსეთის აგრესიის გამო, აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე იარაღით და გახდება ჩვენი ფლოტის მნიშვნელოვანი დანამატი, გაზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინამ უკვე გადატეხა რუსული ფლოტის დომინირება ზღვაზე, გაანადგურა ათობით გემი. ჩვენ აქტიურად ვაფართოვებთ უკრაინის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს შავ და აზოვის ზღვებში“, - განაცხადა უმეროვმა.
უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან Ada-ს კლასის ორი კორვეტის აშენებაზე ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში. ერთი კორვეტის მშენებლობას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა, ხოლო მეორე კორვეტის – 2023 წელს.