Accentnews.ge
მერია: აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან 2 კვირის განმავლობაში შეიზღუდება

მერია: აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან 2 კვირის განმავლობაში შეიზღუდება

02/08/2024 07:16:45 საზოგადოება

თბილისის მერიის ცნობით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S