Accentnews.ge
ილია სულამანიძე: ახლა რაიმეს თქმას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იპონი იყო

ილია სულამანიძე: ახლა რაიმეს თქმას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იპონი იყო

01/08/2024 18:10:04 საზოგადოება

"ახლა რაც ჩემს თავში და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა. მადლობა მინდა, გავუხადო ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. რა მოხდა მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ არაუშავს, ფარხმალს არ დავყრი და მთელი ცხოვრება გავაგრძელებ ბრძოლას. [...] რამდენადაც ეგ იპონი იქნება, იმდენად გული მეტკინება იმაზე, რომ მე ვერცხლის მედალი ავიღე. რა შეიძლება, ახლა ვთქვათ, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იპონი იყო", – ამის შესახებ," საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ განაცხადა.

ცნობისთვის: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. სულამანიძე შეხვედრას (1:0) ვაზარით იგებდა, თუმცა ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო წააგო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება).

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი და ვერცხლის მედლები (81 კგ) მოიპოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S