Accentnews.ge
ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

01/08/2024 15:59:01 საზოგადოება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ილია სულამანიძემ (100 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.

სულამანიძე შეხვედრას (1:0) იგებდა, თუმცა ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო წააგო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება).

შეგახსენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა კი და ვერცხლის მედლები (81 კგ) მოიპოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S