Accentnews.ge
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება

01/08/2024 12:52:28 საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან დაიწყება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ რიგში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებ–გვერდზე, შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S