Accentnews.ge
მოსკოვი თბილისთან დიალოგისთვის მზადაა - "საპარლამენტო დონეზე მაინც"

მოსკოვი თბილისთან დიალოგისთვის მზადაა - "საპარლამენტო დონეზე მაინც"

01/08/2024 12:02:51 პოლიტიკა

რუსეთი საქართველოსთან დიალოგის ინიციატივით გამოდის და ამ კუთხით მინიმალურ დონედ საპარლამენტოს მიიჩნევს.

როგორც საპარლამენტო სესიის შემაჯამებელ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, "ორ ქვეყანას შორის დიალოგი აუცილებელია, სულ მცირე - საპარლამენტო დონეზე მაინც და თუკი თბილისის მხრიდან სურვილი დაფიქსირდება, მოსკოვი, დიპურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, საამისოდ მზადაა".

"ჯერჯერობით კონტაქტები არ გვაქვს და ეს ჩვენი ბრალეულობით არ ხდება... საქართველოში რთული პოლიტიკური პროცესები მიდის, ხდება ბევრი რამის გადაფასება-გადააზრება. ოქტომბერში საქართველოში არჩევნები იქნება და, რაღა თქმა უნდა, ისინი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, ისე პოლიტიკურ კურსს" - განაცხადა მატვიენკომ.

ამასთან, მისივე მტკიცებით, "ქართველი ხალხი [რუსებისადმი - რედ.] მეგობრულად რჩება", თავად რუსეთს კი "როგორც ადრე ჰქონდა ქართველებისადმი პატივისცემა, ისე აქვს ახლაც".

"ქართველი ხალხი ჩვენთვის ახლობელია, მეგობრული. ვნახოთ, რით დასრულდება საარჩევნო კამპანია" - დასძინა მატვიენკომ.

ცნობისთვის: 2023 წლის მაისში ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეთათავის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. მოგვიანებით მოიხსნა პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S