Accentnews.ge
როდის გაიხსნება რეგიონში პირველი ევროპული სკოლა, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო

როდის გაიხსნება რეგიონში პირველი ევროპული სკოლა, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყო

01/08/2024 11:04:12 საზოგადოება

ევროკავშირთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში ევროპული სკოლის მშენებლობის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიაწოდა.

ის ამტკიცებს, რომ სკოლის მშენებლობა "არც ერთი წამით" არ გაჩერებულა.

"არცერთი დღით, არცერთი წამით არ შეჩერებული ევროპული სკოლის მშენებლობა. ჯამში, მისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დაახლოებით 100 მილიონის ოდენობის თანხა. ცენტრალური ბლოკის მშენებლობა, პრაქტიკულად, ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოებიც.

მუდმივ კავშირში ვართ საელჩოსთან და, მათ შორის, ელჩთანაც. ვფიქრობთ, სამუშაოები, დაახლოებით წლის ბოლოს დასრულდება, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება", - ამბობს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, მშენებლობის პარალელურად, აკადემიური მზადებაც მიმდინარეობს.

"სკოლას უკვე ჰყავს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს აკადემიური მზადება ავტორიზაციისთვის, პროგრამებისა და მასწავლებლების შერჩევისთვის. ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს და, რა წამსაც იქნება ამის შესაძლებლობა, სკოლა მყისიერად გაიხსნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი მოქმედებით არანაირი სამუშაოები არ შეჩერებულა და, პირიქით, უფრო ინტენსიური გახდა. პროექტი იქნება როლური მოდელი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ზოგადი განათლება საქართველოში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ლისის ტბის ტერიტორიაზე ევროპის სკოლის კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი შენდება. 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი პროექტისთვის თბილისის მერიამ გამოყო. რეგიონში პირველი ევროპული სკოლის მშენებლობა, პირველადი ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S