Accentnews.ge
მოკრივე ლაშა გურული დღეს გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს

მოკრივე ლაშა გურული დღეს გამარჯვების შემთხვევაში ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს

01/08/2024 06:35:09 საზოგადოება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) დღეს მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრას ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირისთან გამართავს.

ქართველი მოკრივე გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს და ნახევარფინალიდან ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

დაპირისპირება თბილისის დროით 23:36 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ოლიმპიადის კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველი სპორტსმენი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S