
ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია
31/07/2024 16:27:51 საზოგადოება
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ქართველმა ფალავანმა, მოქმედმა ოლიმპირმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს სძლია.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე აქამდე ერთი ვერცხლის მედალი იყო, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
1 აგვისტოს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი (-100) ილია სულამანიძე იასპარეზებს.